გაკვეთილის  მთავარი  თემა
რა ვიცით წილადების შესახებ
სწავლების  საფეხური (კლასი)
VI კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  3(სამგოგონაა  და  2() ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
 წილადის სხვადასხვა ასპექტის გააზრება:  წილადი როგორც მთლის ნაწილი;  წილადი როგორც ერთობლიობის ნაწილი; წილადი როგორც ორი ნატურალური რიცხვის განაყოფი;გაიხსეონ წილადის ძირითადი თვისება, გაიწაფონ ამ თვისების გამოყენებაში წილადების შეკვეცისას; შეძლონ წილადის გამოსახულებაში მთელი და წილადი ნაწილების, წილად ნაწილში მრიცხველისა და მნიშვნელის მითითება; შერეული რიცხვების ჩაწერა არაწესიერი წილადის სახით და პირიქით არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით.მიღებული ცოდნის გამოყენება ამოცანებილ ამოხსნისას.რიცხვების მცნების შემდგომი გაფართოების მიზნით მყარი საფუძვლების ჩამოყალიბება.
წინასწარი  ცოდნა
●შეუძლია რიცხვების ჩაწერა წილადის სახით
●შეუძლია წილადი რიცხვების ელემენტების მითითება
●აქვს საფუძველი რიცხვების ცნების შესახებ
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს ა) პუნქტში მოცემული სურათების  დახმარებით გავახსენებ წილადის ჩაწერის ფორმას. კერძოდ:
-რას მიუთითებს მნიშვნელი?
-რას მიუთითებს მრიცხველი?
-რამდენ ტოლ ნაწილად ჯობს კონკრეტულ შემთხვევაში დავყოთ წრე?(5 წთ.)
●ბ) პუნქტში მოცემული ამოცანების დახმარებით გავახსენებ მოსწავლეებს წილადს როგორც ერთობლიობის ნაწილს.(5 წთ.)
●გ) პუნქტში მოცემული ამოცანების დახმარებით გავახსენებ მოსწავლეებს  წილადს როგორც განაყოფის შედეგს.(5 წთ.)
●დ) პუნქტში მოცემული ამოცანების დახმარებით გავახსენებ მოსწავლეებს წილადს ძირითად თვისებას.
(წთ.)
●ე) პუნქტში მოცემული სურათების  დახმარებით გავახსენებ მოსწავლეებს შერეული რიცხვის ჩაწერის წესს, წაკითხვას,  მის ჩაწერას არაწესიერი წილადის სახით და პირიქით, არაწესიერი წილადის შერეული რიცხვის სახით ჩაწერას.მოსწავლეებს ჩამოვაყალიბებინებ შერეული რიცხვის წილადის სახით ჩაწერის  და არაწესიერი წილადის  შერეული რიცხვის სახით ჩაწერის წესს.
(5 წთ.)
●მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და ჯგუფებს მივცემ  35-ე ამოცანას. პრეზენტაციის საფუძველზე დავადგენ მათ ცოდნას წილადების შესახებ და საჭიროებების შესაბამისად დავგეგმავ აქტივობებს.(5 წთ.)
●ვისარგებლებ  პროექტორით (კომპიუტერით) და excel-ის პროგრამის გამოყებით ვუჩვენებ შესაბამის მაგალითებს.    (5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3 წთ)